ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოვიდი მესამე ადგილზეა სიკვდილობის მონაცემებით ამერიკაში


შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, კოვიდ-19-ის გართულებებით გასულ წელს დაახლოებით 378 000 ამერიკელი გარდაიცვალა. შემაშფოთებლად მაღალი მონაცემის მიუხედავად, ახალი დაავადება სიკვდილობის მონაცემებში მხოლოდ მესამე ადგილს იკავებს.

ცენტრის დირექტორის როშელ ვალენსკის თქმით, ამერიკაში ყველაზე მეტი ადამიანი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გარდაიცვალა. ფატალურობის მონაცემებით მეორე ადგილზე კიბოა.

კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა სიკვდილობის საერთო მონაცემი 2019 წელთან შედარებით, 16%-ით გაზარდა. სიკვდილობის საერთო მონაცემში ახალი კორონავირუსის გამო დაღუპულთა რაოდენობა 11 პროცენტს შეადგენს.

ოთხშაბათს, თეთრი სახლის კოვიდ-19-ზე რეაგირების გუნდის ბრიფინგზე, ვალენსკიმ ასევე თქვა, რომ სიკვდილობა ყველაზე მაღალი იყო ლათინო-ამერიკელთა ეთნიკურ ჯგუფში. ზოგადად, შავკანიან თუ სხვა რასობრივ და ეთნიკურ უმცირესობებში, კოვიდ-19-ის გართულებებით გარდაცვალების შემთხვევები ორჯერ და კიდევ უფრო მეტად აღემატებოდა სიკვდილობას თეთრკანიან ამერიკელთა შორის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG