ოფიციალური წყაროებით, კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთში და სამხრეთში გაჩენილი ხანძრების გამო 66 ადამიანი დაიღუპა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება, რადგან 600-მდე ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ. დაკარგულთა ნაწილი შეიძლება გახიზნული იყოს და მათ ადგილ-სამყოფელს მალე მიაგნონ.
ქალაქ პარადაისში, რომელიც მთლიანად გადაიწვა, ფერფლში გვამების ძებნაში ასობით ადამიანი და საგანგებოდ გაწვრთნილი ძაღლებია ჩართული. გრილი ამინდები ხანძრის მართვას უწყობს ხელს და მეხანძრეებმა ამ ეტაპზე ხანძრის 40 პროცენტის კონტროლი შეძლეს.
კალიფორნიის ისტორიაში ეს არამარტო ყველაზე მსხვერპლიანი ხანძარი იყო, არამედ ყველაზე მასშტაბურიც. ცეცხლი 570 კვადრატულ კილომეტრზე იყო მოდებული. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შტატის მონახულებას და დაღუპულთა ოჯახებისთვის პირადად მისამძიმრებას გეგმავს.
Facebook Forum