კალიფორნიაში კვლავ მასობრივ ხანძარს ებრძვიან. ამინდის პროგნოზი ადგილობრივებისა და მეხანძრეებისთვის დამაიმედებელი არ არის. სინოპტიკოსები უახლოეს დღეებშიც მშრალ და ქარიან ამინდს ელიან, რაც ხანძარს კიდევ უფრო გააძლიერებს. ხუთშაბათსა და პარასკევს სწორედ ძლიერი ქარის გამო ხანძარი თითქმის გაოთხმაგდა.
საკრამენტოს ჩრდილოეთით გასულ კვირას გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებასა და ჩაქრობას ათასობით მეხანძრე ცდილობს. ამ დრომდე ოფიციალურად მსხვერპლის რაოდენობამ 29-ს მიაღწია. 230-მდე ადამიანი კი დაკარგულია. ევაკუირებულია 200 000-ზე მეტი ადამიანი.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ეს შტატის ისტორიაში ყველაზე ძლიერი და გამანადგურებელი ხანძარია.
გასულ კვირასვე ცეცხლი გაჩნდა შტატის სამხრეთ ნაწილშიც. ერთ-ერთ ოლქში გაჩენილი ხანძარი საშიშია 75 000-მდე სახლისთვის ვენტურას ოლქში, რომელიც ლოს-ანჯელესის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს.
ვენტურას ოლქში გასულ კვირას მასობრივ მკვლელობას 12 ადამიანი შეეწირა. ამავე ქალაქის სამი-მეოთხედი ახლა ევაკუირებულია.
Facebook Forum