ჩრდილოეთ კალიფორნიაში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 42 შეადგინა. სამხრეთში დაიღუპა 2 ადამიანი. შტატის ასობით მოქალაქეს ჯერ კიდევ ეძებენ. ეს ამერიკის ყველაზე ხალხმრავალი შტატის ისტორიაში ყველაზე მსხვერპლიანი ხანძარია.
"უპრეცედენტო ამბავია" - ამბობს კორი ჰონეა, ერთ-ერთი ოლქის შერიფი. ბოლო მონაცემებით, 150 000-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია.
სინოპტიკოსები მშრალი და ქარიანი ამინდის პროგნოზს აკეთებენ, რაც ხანძრის გავრცელების შანსს კიდევ უფრო ზრდის. შტატის გუბერნატორმა ჯერი ბრაუნმა საგანგებო ვითარება გამოაცხადა და ფედერალურ მთავრობას დახმარება სთხოვა.
ორშაბათს ღამით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კალიფორნიის ხანძრები "დიდი უბედურებაა" და შტატს ფედერალური სუბსიდიების გამოყოფას დაპირდა. უქმეებზე პრეზიდენტი კალიფორნიას ტყეების ცუდი მართვის გამო, სახსრების მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა.
Facebook Forum