ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

1 000-მდე ადამიანია დაკარგული კალიფორნიის ხანძრებში


ხანძრების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, კალიფორნია ჭრილობების მოშუშებას ცდილობს. კვირას, ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 300-ზე მეტი ადამიანის კვალს მიაგნეს და ისინი უსაფრთხოდ არიან. თუმცა, 1 000-მდე ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება.

საგანგებო სამსახურები ძაღლების დახმარებით, გადამწვარ ქალაქებში დაღუპულთა ძებნას და მათ იდენტიფიცირებას ცდილობენ. მსხვერპლის რაოდენობა დღეისთვის 80-მდე გაიზარდა.

ხანძარი ბოლომდე განეიტრალებული არ არის, მაგრამ მეხანძრეების თქმით, ისინი ცეცხლის 65 პროცენტს უკვე აკონტროლებენ. პიკის დროს, ხანძარი 570 კვადრატულ კილომეტრზე იყო მოდებული. კვირას კალიფორნიაში პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩავიდა და შტატის გუბერნატორს ფედერალური ბიუჯეტიდან მოცულობითი დახმარება გამოუყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG