ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აიოვაში პიტ ბუტეჯეჯი დაწინაურდა


პიტ ბუტეჯეჯი, აშშ-ის დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატი
პიტ ბუტეჯეჯი, აშშ-ის დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატი

პიტ პუტეჯეჯი, ინდიანის შტატის ქალაქ საუთ-ბენდის ყოფილი მერი, აიოვის შტატში 3 თებერვალს გამართულ დემოკრატიული პარტიის კოკუსში, მცირე უპირატესობით უსწრებს ბერნი სანდერსს, ვერმონტის შტატის სენატორს. მესამე ადგილზე მასაჩუსეტსის შტატის სენატორი ელიზაბეტ უორენია, მეოთხეზე კი ჯო ბაიდენი, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი.

ამ ეტაპზე ხმების დაახლოებით 62% დაითვალეს. აიოვის შტატში და მის ფარგლებს გარეთ 1 600-ზე მეტი საარჩევნო ოლქი იყო მოწყობილი.

ჯერჯერობით, ხმების რაოდენობა საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის, აიოვის შტატში გამართულ, დემოკრატთა შიდაპარტიულ არჩევნებზე ასე გადანაწილდა:

  • ბუტეჯეჯი - 26.9%
  • სანდერსი - 25.1%
  • უორენი - 18.3%
  • ბაიდენი 15.6%

ემი კლობუჩარმა, მინესოტის სენატორმა 12.6% აიღო, ბიზნესმენმა ენდრიუ იანგმა კი 1.1%. დანარჩენმა კანდიდატებმა, რომელთა შორის მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგიცაა (ნიუ-იორკის ყოფილი მერი), დელეგატების საკმარისი ხმები ვერ მოაგროვეს.

საბოლოო გამარჯვების შემთხვევაში, პიტ ბუტეჯეჯი პირველი ღიად ჰომოსექსუალი დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება. 39 წლის ორგზის ყოფილი მერი, ავღანეთის ვეტერანია. ერთი წლის წინ, მან საარჩევნო კამპანია 4-კაციანი ჯგუფით დაიწყო, როგორც თვითონ ამბობს, უფულოდ, ცნობადობის გარეშე, მაგრამ "დიდი იდეებით".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG