ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბულგარეთი საბერძნეთ-თურქეთთან საზღვრის დაცვას აძლიერებს


ევროპაში იზრდება შიში ავღანეთიდან მიგრანტების შესაძლო შედინების შესახებ. ბულგარეთმა განაცხადა, რომ ის საბერძნეთთან და თურქეთთან საზღვრების დაცვას გააძლიერებს და ჯარისკაცების რაოდენობა 400-დან 700-მდე გაიზრდება.

ავღანეთზე თალიბანის კონტროლის დამყარების შემდეგ, ევროპულ სახელმწიფოებში 2015 წლის საიმიგრაციო კრიზისის მსგავსი სიტუაციის შექმნის ეშინიათ. მაშინ მილიონზე მეტმა ადამიანმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთიდან ომსა და სიღარიბეს გაურბოდა, ევრობლოკის ქვეყნების საზღვრებს მიაშურა. ბევრი მიგრანტი ევროკავშირის საზღვრებს სწორედ თურქეთიდან კვეთდა. ამას ე.წ. "ბალკანურ მარშრუტსაც" უწოდებდნენ.

"ზეწოლა ბულგარეთის საზღვარზე იზრდება. ეს მთავრობის მოქმედებას მოითხოვს და ჩვენ ამას ვაკეთებთ", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა გეორგი პანაიოტოვმა. მისივე თქმით, ჯარისკაცებს შესაძლებლობა ექნებათ, დაეხმარონ პოლიციასა და ჟანდარმებს ბარიერების აშენებასა და დაზვერვაში. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრიც აცხადებს, რომ ბოლო კვირებში თურქეთსა და საბერძნეთთან საზღვრებზე "მზარდი საიმიგრაციო ზეწოლაა".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG