პრეზიდენტმა ობამამ ხელი მოაწერა განკარგულებას ბიუჯეტში 85-მილიარდიანი სამთავრობო ხარჯების შეკვეცის შესახებ. კონგრესმა და თეთრმა სახლმა რამდენიმე წლის მანძილზე საბიუჯეტო დეფიციტის შემცირების ალტერნატიულ გზებზე მოლაპარაკება ვერ შეძლეს.
ეკონომისტების აზრით, ჯერ კიდევ რამდენიმე კვირა გავა, სანამ ამერიკის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დრამატული სეკვესტრის ეფექტებს იგრძნობს. თუმცა, დედაქალაქში შედეგი უკვე სახეზეა. პენტაგონმა სამსახურიდან ათობით ათასი ადამიანი დაითხოვა. თავდაცვის მდივანი, ჩაკ ჰეგელი ამბობს, რომ ვაშინგტონში მიმდინარე შტატის შემცირების ზომებთან ერთად ისინი საზღვაო და საჰაერო პროგრამებსაც შეკვეცავენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით სამუშაოს დაახლოებით 250 ათასი ადამიანი დაკარგავს.