ბრიტანეთის პრემიერი იმედებს დღეს ბევრ ინგლისელს გაუცრუებს. ლონდონი პანდემიის რეგულირების საკითხებზე ბორის ჯონსონის განცხადების მოლოდინშია.
წინასწარი მონაცემებით, პრემიერი დაგეგმილი საკარანტინო ზომების გაუქმებას და ქვეყნის საბოლოო გახსნას რამდენიმე კვირით გადაწევს. გავრცელებული სპეკულაციების მიხედვით, გადავადება 19 ივლისამდე გასტანს.
გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი ინდოეთში ნაპოვნი კორონავირუსის დელტა ვარიანტით ინფიცირების მზარდი მაჩვენებლები გახდა, რომელიც ქვეყანაში დომინირებს. ინგლისში ის ახლა ინფიცირებულთა სულ ცოტა, 60%-ს აქვს. დელტამ სწრაფად ჩაანაცვლა კოვიდ-19-ის ალფა ვარიანტი, რომელიც პირველად ბრიტანეთში იპოვეს და რომელიც აქამდე დომინანტურ შტამად რჩებოდა.
გადავადება ყველაზე მეტად ღამის კლუბებს დააზარალებს, რადგან მათი გახსნა წელიწადი და სამი თვეა ვეღარ ხერხდება. სრული გახსნის თარიღის შეცვლა დიდი ალბათობით ასევე შეეხება ჩოგბურთში პოპულარულ უიმბლდონის ჩემპიონატს და ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩებს, სადაც დამსწრეებზე ლიმიტები დაწესდება. ინგლისში ისევ დახურულია ბევრი თეატრი და პოპულარული ფაბი.
Facebook Forum