ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 99 % დათვლილია. ხმათა 46 %-ით ჟაირ ბოლსონარუ ლიდერობს. მის ასეთ უპირატესობას ანალიტიკოსები არ ელოდნენ, თუმცა კანდიდატს სულ ცოტა დააკლდა იმისთვის, რომ ხმათა 50 %-იანი ბარიერი გადაელახა და პირველივე ტურში გაემარჯვა. თუკი დარჩენილი ხმების დათვლის შედეგად, ის 50 %-ს ვერ მიიღებს, არჩევნების მეორე ტური ბრაზილიაში 28 ოქტომბერსა გაიამრთება.
ბოლსონარუ ულტრამემარჯვენე ძალის კანდიდატია, ყოფილი სამხედრო, კაპიტანი, რომელიც ქვეყანაში წარსულში არსებულ სამხედრო დიქტატურას ამართლებდა და ხშირად აკეთებდა ქალების, ლგბტ ადამიანების, შავკანიანი და ადგილობრივი მოსახლეობის შეურაცხმყოფ განცხადებებს. მან ერთ-ერთ ქალ პოლიტიკოსს ისიც კი უთხრა, რომ ის ზედმეტად მახინჯი იყო და მას "არც კი გააუპატიურებდა". ბოლსონარუმ ასევე თქვა, რომ ვერ შეძლებდა ჰყვარებოდა საკუთარი ვაჟი, თუ ის ჰომოსექსუალი იქნებოდა.
ბოლსონაროს მისი შეხედულებების გამო ზედმეტსახელად "ტროპიკული/ტროპიკების ტრამპიც" კი შეარქვეს. ბოლონსარუმ ასევე უკიდურესად მკაცრი განცხადებები გააკეთა კრიმინალის წინააღმდეგ და ისედაც პოლიციური სისტემის გამკაცრების პირობა დადო.
ლგბტ აქტივისტები მის დაწინაურებას უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ და შიშობენ, რომ ამან შესაძლოა მათი უფლებები და თავისუფლებები შეზღუდოს და მათ მიმართ ძალადობაც გახშირდება.
ბოლსონარუს მოწინააღმდეგე მეორე ტურში სავარაუდოდ მემარცხენე ფერნანდო ჰადადი იქნება, რომელმაც ხმების 28 % მიიღო. ის ყოფილი პრეზიდენტის ლუის ინასიო და სილვას მემკვიდრედ მოიაზრებოდა, რომელიც ახლა ციხეშია და არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცა. ზოგიერთი ამომრჩეველი ჟურნალისტებთან ამბობდა, რომ ხმა კორუფციისა და ქურდობის წინააღმდეგ მისცა.
ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნებს წინ დიდი პოლიტიკური სკანდალი უძღოდა. კორუფციის ასეთი მასშტაბის სკანდალი ლათინური ამერიკის მკვლევარებს არ ახსოვთ.
Facebook Forum