ერთი შეხედვით, ეს მარათონი სხვა მსგავსი ღონისძიებებისგან არაფრით განსხვავდებოდა.
ბოსტონის მარათონი 2013 წლის შემდეგ სამუდამოდ შეიცვალა. წლევანდელი შეჯიბრი შარშან ტერორისტული აქტის დროს დაღუპული ადამიანებისთვის წუთიერი დუმილით პატივის მიგებით დაიწყო.
ამის შემდეგ გაჟღერდა ამერიკის ჰიმნი და მარათონს სამედიცინო შვეულმფრენმა გადაუფრინა. შარშან, ორმაგი აფეთქების შემდეგ სწორედ ამ შვეულმფრენებმა აღმოუჩინეს დაშავებულებს სამედიცინო დახმარება.
წლევანდელი მარათონის მონაწილეების ერთმა ნაწილმა სირბილი მძიმე მოგონებებით დაიწყო. კოლერ გრეგი იგივე ადგილზე დაბრუნდა, სადაც შარშან ფინიშის ხაზზე მეგობარს გულშემატკივრობდა. მან პირველი აფეთქების ხმა მოშორებით გაიგო და ძალიან მალე მეორე ბომბი მასთან ახლოს აფეთქდა.
„აფეთქებამ ყველა მიწაზე დაგვანარცხა. მე ცოტა ხნით გონებაც დავკარგე. შემდეგ ფეხზე ავდექი და მახსოვს როგორ მესმოდა მხოლოდ გაბმული ზარი ყურებში“
გრეგს ახლა ხალხმრავალი ადგილებისა და ხმაურის შიში აქვს. აფეთქების შემდეგ მარათონის ადმინისტრატორებმა შეჯიბრი ოფიციალურად შეაჩერეს. გრეგის მეგობარი კელსი პერკინსი მე-40-ე კილომეტრს ასრულებდა. მას 2 კილომეტრზე ნაკლები ჰქონდა დარჩენილი მარათონის დამთავრებამდე.
უსაფრთხოების კამერებმა ძმები ტამერლან და ჯოჰარ ცარნაევები დააფიქსირა, რომლებმაც ზურგჩანთებში მოთავსებული ორი ჩანთა დადეს აფეთქების ადგილებზე - ერთი კლეგთან ახლოს და მეორე ფინიშის ხაზთან. რამდენიმე წამში ორივე ბომბი აფეთქდა. შედეგად ადგილზე 3 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი მძიმედ დაშავდა. ტამერლანი პოლიციასთან დაპირისპირების დაიღუპა, ჯოჰარი კი პოლიციამ დააკავა. მისი სასამართლო პროცესი ნოემბერშია დანიშნული. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას სიკვდილით დასჯა ემუქრება.
მთელი წლის განმავლობაში ბოსტონელები 2014 წლის მარათონისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ. 31 წლის განმავლობაში პირველად მარათონის გამარჯვებული მამაკაცი ამერიკელი მებ კეფლეზიგი გახდა, ქალებში კი პირველობა კენიელმა რიტა ჯეპტუმ მოიპოვა.
პერკინსმა და კლეგმა საკუთარი რეკორდი მოხსნეს. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ პირველი მარათონი ბოლომდე ერბინათ და ეს ასეც გააკეთეს.
„ამით ის გამოვაჩინე, რომ უფრო ძლიერი ვარ, ქალაქიც უფრო ძლიერია.“
მარათონი გამძლეობის ტესტია. ბოსტონმა და ბოსტონის მარათონში მონაწილე თითოეულმა ადამიანმა წელს მსოფლიოს ის დაანახა, რომ ქალაქი ტრაგედიიდან გამოდის და სიამაყით აგრძელებს ტრადიციას.