ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცარნაევის ფოტოებს პოლიციის სერჟანტიც აქვეყნებს


მასაჩუსეტის შტატის პოლიცია აცხადებს, როს მათ სააგენტოს ფოტოების გამოქვეყნების თაობაზე უფლება არავისთვის მიუცია

შეერთებულ შტატებში პოლიციამ ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილი ჯოხარ ცარნაევის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც მისი აყვანის დღეს არის გადაღებული. მასაჩუსეტის შტატის პოლიციის სერჟანტმა, შონ მერფიმ განაცხადა, რომ ფოტოების გასაჯაროვება „როლინგ სთოუნზის“ ყდაზე ჯოხარ ცარნაევის ფოტოს გამოქვეყნების პასუხად გადაწყვიტა. სერჟანტს დაუშვებლად მიაჩნია ცარნაევის ვარსკვლავად ქცევა, რადგან ის ჯერჯერობით „ბოროტების და ტერორის სახედ“ ითვლება.

მასაჩუსეტის შტატის პოლიცია აცხადებს, რომ სააგენტოს ფოტოების გამოქვეყნების თაობაზე უფლება არავისთვის მიუცია. პოლიციის განყოფილების სპიკერის თქმით, სერჟანტ მერფი სამუშაოდან გათავისუფლებულია და ეს გადაწყვეტილება ძალაში შემდეგი კვირიდან შედის.
XS
SM
MD
LG