ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბოსტონის მარათონის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა


გასულ წელს მარათონის საფინიშო ხაზის სიახლოვეს ორი ბომბი აფეთქდა, რამაც სამი ადამიანის დაღუპვა და 260 მეტის დაჭრა გამოიწვია

წელს, ბოსტონის მარათონზე მორბენლების უფრო დიდი რაოდენობა მიიღებს მონაწილეობას. ეს ერთი წლის შემდეგ ხდება იმ დაბომბვიდან, რომელიც ამ მარათონის ფინიშის ხაზის სიახლოვეს მოახდინეს და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრებას ლაქა მოსცხეს.

2013 წელს 27 ათასი მონაწილე იყო დარეგისტრირებული, ახლა კი დაახლოებით 36 ათასია.

კაცების ჯგუფში, გასული წლის პირველი ექვსეულიდან, ხუთი მორბენალი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორისაა ეთიოპიელი ლელისა დესისა, რომელიც ჩემპიონის ტიტულს დაიცავს.

ქალების ჯგუფში, კენიელი რიტა ჯეპტუ შეეცდება 2013 წლის გამარჯვების გამეორებას. მისი თანამემამულე შარონ ჩეროპი და ამერიკელი შალანე ფლანაგანი გასული წლის პირვეულ ოთხეულში იყვნენ.


სკოტ კენედი, რომელსაც ბოსტონის გასული წლის მარათონში მონაწილეობა არ მიუღია, კვირას ერთ-ერთი მრავალთაგანი იყო, ვინც ორშაბათის შეჯიბრების მნიშვნელობაზე საუბრობდა.

„უბრალოდ იმისთვის, რომ ტერორისტებს დავანახოთ, მათ გამარჯვება არ შეუძლიათ. რამდენიმე კვირის წინ მე ვნახე სურათი წარწერით: „ჩვენ გვჭირდება ფინიშის ხაზის დაბრუნება.“ ვფიქრობ, რომ ეს 36 ათასი ადამიანი, ხვალ სწორედ ამას აპირებს, დაიბრუნოს ფინიშის ხაზი.“

გასულ წელს მარათონის საფინიშო ხაზის სიახლოვეს ორი ბომბი აფეთქდა, რამაც სამი ადამიანის დაღუპვა და 260 მეტის დაჭრა გამოიწვია.
XS
SM
MD
LG