შეერთებული შტატების ხელისუფლება განაგრძობს ინფორმაციის მიღებას დაკავებული ეჭვმიტანილისგან, რომელსაც ბოსტონის ტერაქტის შესრულებაში ედება ბრალი. 19 წლის ეჭვმიტანილს ჯოხარ ცარნაევს გუშინ ოფიციალურად წაუყენეს ბრალი საავადმყოფოს პალატაში, სადაც ის დაჭრილი იმყოფება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას შესაძლოა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანონ. ბოსტონში მარათონის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 170-ზე მეტი დაშავდა. ბრალდებული ცარნაევი სასამართლოს წინაშე 30 მაისს წარსდგება. ამერიკული მედიის ცნობით, ჯოხარ ცარნაევმა სამართალდამცავებს აცნობა, რომ ის და მისი ძმა მარტო მოქმედებდნენ და მათ საზღვარგარეთის არცერთ ჯგუფთან კავშირი არ ქონიათ. ჯოხარ ცარნაევის ძმა 26 წლის ტამერლანი პოლიციამ დაკავების მცდელობისას მოკლა.
ჯოხარ ცარნაევი სასამართლოს წინაშე 30 მაისს წარსდგება