ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წუთიერი დუმილი ბოსტონში


ბოსტონი დღეს წუთიერი დუმილით მიაგებს პატივს ერთი კვირის წინ ტერაქტში დაღუპული თანამოქალაქეების ხსოვნას. საუკუნოვანი ტრადიციის მქონე მარათონზე ორი ბომბის აფეთქებამ 3 ადამიანი იმსხვერპლა, 200-მდე დაშავდა და ქალაქის უმეტესი ნაწილის პარალიზება გამოიწვია. ბოსტონში და მასაჩუსეტის შტატის თითქმის მთელ ტერიტორიაზე ზარები რეკვას 2 საათსა და 50 წუთზე დაიწყებენ.

ბოსტონის პოლიციის კომისრის, ედ დევისის განცხადებით, სამართალდამცავებმა ძმები ცარნაევების სახლში და მანქანაში იარაღი და დიდი რაოდენობით ხელნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერება იპოვეს, რაც მათ საფუძველს აძლევს ივარაუდონ, რომ ეჭვმიტანილები სხვა იერიშებსაც გეგმავდნენ. უფროსი ძმა, ტამერლან ცარნაევი ხუთშაბათს პოლიციასთან შეტაკების დროს გარდაიცვალა. უმცროსი, 19 წლის ჯოხარი კი დაჭრილია და საავადმყოფოში დაცვის ქვეშ იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ კიდევ სერიოზულია, მაგრამ სტაბილური. გავრცელებული ინფორმაციით, ის გონზე მოვიდა და ჩვენებებს იძლევა.
XS
SM
MD
LG