ბოსტონის მარათონის აფეთქებაში ეჭვმიტანილი ჩეჩენი ძმებიდან ერთ-ერთი, ბოლო სამი წლის განმავლობაში აშშ-ის ფედერეალური გამოძიების სააგენტოს მონიტორინგის ქვეშ იმყოფებოდა. ამის შესახებ ინტერვიუში ტელეკომპანია "რაშა თუდეი"-სთან ძმები ცარნაევების დედამ განაცხადა.
სატელეფონო საუბრისას ზუბიედატ ცარნაევამ შვილების უდანაშაულობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მომხდარი განგებ იყო მოწყობილი, როგორც მათ წინააღმდეგ დაგეგმილი შეთქმულება.
26 წლის ტემერლან ცარნაევი პოლიციასთან შეტაკებისას დაიჭრა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. 19 წლის ჯოხარი კი ერთდღინი ძიების შემდეგ დააპატიმრეს.
თავის მხრივ, აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ძმებზე, როგორც ეჭვმიტანილ ექტრემისტებზე თვალთავალი არ მიმდინარეობდა, თუმცა 2011 წელს ტემერლან ცარნაევი დაიკითხა ფედერალური გამოძიების სააგენტოს მიერ უცხო ქვეყნის მთავრობის მოთხოვნით. თუ რომელ ქვეყანაზე იყო საუბარი ოფიციალურ პირებს არ დაუზუსტებიათ.