ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცარნაევებს რამდენიმე ტერაქტი ჰქონდათ დაგეგმილი


ტამერლან და ჯოჰარ ცარნაევები
ტამერლან და ჯოჰარ ცარნაევები
გასულ კვირას ბოსტონის მარათონის აფეთქების ორგანიზატორი უმცროსი ძმა ჯერ ისევ საავადმყოფოში იმყოფება პოლიციის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ. ის ყელშია დაჭრილი და ლაპარაკი ჯერ არ შეუძლია.

პოლიცია აცხადებს, რომ უფროსი ძმა ტამერლან ცარნაევი რომ არ მოეკლათ და მისი ძმა ჯოჰარი რომ არ დაეჭრათ, მათ შეიძლება კიდევ რამდენიმე აფეთქება მოეწყოთ.

ბოსტონის პოლიციის კომისიონერი ედ დევისი აცხადებს, რომ ეჭვმიტანილების ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერებები იქნა აღმოჩენილი. გარდა ამისა, ძმებს რამდენიმე ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღი და დიდი რაოდენობით ვაზნები ჰქონდათ დამარაგებული.
XS
SM
MD
LG