ჯიჰადისტური ვებგვერდი, რომელიც ისლამისტი ჩეჩენი მეამბოხეების მიერ არის დაარსებული, აცხადებს, რომ ბოსტონის მარათონის მსვლელობისას ტეროტისტული აქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილ ჩეჩენ ძმებს მათ მოძრაობასთან საერთო არაფერი აქვთ.
ვებგვერდზე გამოქვენებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კავკასიელი მოჯაჰიდები ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ არ იბრძვიან. „ჩვენ რუსეთს ვებრძვით, რომელიც კავკასიის ოკუპანტია. რუსეთს მუსლიმების წინააღმდეგ არაერთი სამხედრო დანაშაული აქვს ჩადენილი,“ ნათქვამია განცხადებაში.
ამერიკელი გამომოძიებლები ტამერლან ცარნაევის რუსეთში ვიზიტის დეტალებს სწავლობენ. 26 წლის წარმოშობით ჩეჩენი ცარნაევი ჩენჩნეთსა და დაღესტანს 2012 წელს ხანგრძლივი პერიოდით ესტუმრა.
უფროსი ძმა ტამერლანი პოლიციასთან შეიარაღებული დაპირისპირების დროს დაიჭრა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისი უმცროსი ძმა ჯოხარი კი 24 საათიანი ძებნის შემდეგ, ბოსტონის პოლიციამ დააპატიმრა. პოლიციასთან ცეცხლის გაცვლის შემდეგ მიღებული ჭრილობების სამკურნალოდ ის ამჟამად მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ საავადმყოფოში წევს.