ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბორელის წინაპირობები საქართველოს ევროკავშირთან პარტნიორობის გასაღრმავებლად


„ყველა მხარემ უნდა შეიტანოს თავისი წვლილი, რათა კომპრომისული შეთანხმება შედგეს. ყველა მხარემ თავი უნდა შეიკავოს პროვოკაციული მოქმედებებისგან. ევროკავშირი პრიორიტეტად ხედავს დემოკრატიის კონსოლიდირებას, მათ შორის საარჩევნო რეფორმას, პოლიტიკურ სტაბილიურობასა და ინკლუზიურ საპარლამენტო პროცესს. სამართლიანი, დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემა, ასევე, არის მოწინავე მნიშვნელობის. ეს არის ჩვენი წინაპირობები საქართველოსთვის, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს პარტნიორობა ევროკავშირთან, ასოცირების ხელშეკრულებასთან ერთად“ - ეს განცხადება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა გააკეთა.

ბორელი აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება შეშფოთებას იწვევს.

„საქართველო რჩება ევროკავშირის საკვანძო ასოცირებულ პარტნიორად. ჩვენ საქართველოსთან გვაქვს ამბიციური ასოცირების შეთანხმება, რომელიც მას სთავაზობს მნიშვნელოვან პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროკავშირთან. თუმცა, სამწუხაროდ, პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, უკანასკნელი თვეების განმავლობაში გაზრდილი პოლიტიკური პოლარიზაციიდან გამომდინარე. ეს ვითარება საქართველოს დემოკრატიულობას ძირის გამოთხრით ემუქრება. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ გააქტიუროს ძალისხმევა, რათა მოხდეს ვითარების დეესკალაცია“ - განაცხადა ბორელმა ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე.

ბორელი აცხადებს, რომ 16 მარტს, ასოცირების საბჭოს ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრა მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება - „გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შეგვეძლება პროგრესზე საუბარი“ - აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი კომისარი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG