ავღანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ქაბულში ოთხშაბათს მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, 40 კი დაშავდა.
ქაბულის პოლიციის სპიკერმა, ხალიდ ზადრანმა დაღუპულთა რიცხვი დაადასტურა. მან მომხდარს “მშიშარა აქტი” უწოდა, რომელიც მიზნად მშვიდობიან მოსახლებას ისახავდა.
დაშავებულთა დიდ ნაწილს, იტალიაში დაფუძნებულ საქველმოქმედო საავადმყოფოში მკურნალობენ, რომელიც ქაბულში ოპერირებს.
„სტაციონარში 40-ზე მეტი პაციენტი მივიღეთ, ზუსტი რაოდენობის თქმა რთულია. ჩვენ ვაგრძელებთ რეაგირებას“ - ამბობს სტეფანო სოზა, საქველმოქმედო ორგანიზაციის დირექტორი.
„ეს არის პირველი მასობრივი მსხვერპლი 2023 წელს, მაგრამ, რა თქმა უნდა, 2022 წლიდან მოყოლებული, ეს შემთხვევა დაშავებულთა რაოდენობით, ერთ-ერთი ყველაზე დიდია. ჩვენს სკოლების გამართვა ასევე მოგვიწია, სამზარეულოებსა და სასადილოებში“ - აცხადებს სოზა.
ქაბულის პოლიციის უფროსს, ამ დრომდე არ დაუდასტურებია, რა გახდა აფეთქების მიზეზი - თვითმკვლელი ტერორისტი, თუ დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა.
„დამნაშავეებს ვიპოვით და დაისჯებიან, მათი დივერსიული ქმედებისთვის“ - ამბობს „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ წერილობით კომენტარში, ხალიდ ზადრანი.
მომხდარ აფეთქებაზე, ოთხშაბათსვე, პასუხისმგებლობა „ისლამური სახელმწიფოს“ რეგიონულმა წარმომადგენლობამ აიღო.
ქაბულში აფეთება 11 იანვარს, 16:00 საათზე მოხდა. ერთ-ერთმა ავღანელმა დიპლომატმა, რომელიც ვინაობის გამჟღავნებისგან თავს იკავებს, "რადიო თავისუფლებას" უთხრა, რომ ამ დროს სამინისტროში მიმდინარეობდა შეხვედრა ჩინეთის ოფიციალურ პირებთან. მისი თქმით, სამინისტროში ბევრი თანამშრომელი არ იყო, მაგრამ ძლიერი აფეთქების გამო, არიან დაშავებულები.