ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ბოინგის" ხელმძღვანელი თანამდებობას დატოვებს


დეივ კალჰონი, კომპანია "ბოინგის" უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი
დეივ კალჰონი, კომპანია "ბოინგის" უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი

ამერიკული თვითმფრინავების მწარმოებელი ცნობილი კომპანია "ბოინგის" ისტორიაში ახალი ქვეთავი იწყება. კომპანიის მიერ 25 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, მისი მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი დეივ კალჰონი ამ წლის ბოლომდე თანამდებობიდან გადადგება.

"ბოინგის" მენეჯმენტში მასშტაბური ცვლილებების პროცესი დაიწყო, რაც თვითმფრინავების უსაფრთხოების მიმართულებით დაწყებულ კრიზისს უკავშირდება. ბოლოხანს მომხდარ რამდენიმე ინციდენტს, ამ წლის იანვარში, ფრენის დროს, 737 MAX თვითმფრინავზე მთელი პანელის მოძრობამ, შექმნილი ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა.

კომპანიიდან მიდის სტენ დილიც, "ბოინგში" კომერციული თვითმფრინავების პრეზიდენტი და უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი. გასულ კვირაში, "ბოინგის" მიერ გაკეთებული განცხადებით, დილმა პენსიაზე გასვლა გადაწყვიტა.

დეივ კალჰონის წასვლამდე, მისი შემცვლელის მოძებნას სათავეში კომპანიის მმართველი საბჭოს შედარებით ახალი მეთაური, სტივ მოლენკოფი ჩაუდგება. "ბოინგში" გადასვლამდე, მოლენკოფი ტექნოლოგიურ კომპანია "ქალკომს" ხელმძღვანელობდა და მისი უფროსი აღმასრულებელი დირექტორი იყო. ის "ბოინგში" მას შემდეგ გადავიდა, რაც 2018 და 2019 წლებში მომხდარმა ორმა ავიაკატასტროფამ 350-მდე ადამიანი იმსხვერპლა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG