რუსეთის ტერიტორიაზე, ტამბოვის ოლქში, უკრაინელთა უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმას ხანძარი მოჰყვა. ცეცხლი რუჟბას მილსადენის სავთობის რეზერვუარში გაჩნდა, რომლის ჩაქრობაც, რუსმა მეხანძრეებმა რამდენიმე საათში მოახერხეს.
რეგიონის გუბერნატორი მაქსიმ ეგოროვი ამბობს, რომ ცეცხლი საცავში გაჩნდა და ხანძრის დროს არავინ დაშავებულა ან დაღუპულა.
ბოლო პერიოდში რუსეთის საწვავის ინფრასტრუქტურაზე უკრაინული იერიშები გახშირდა. მანამდე, უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე იერიშები მიიტანა რამდენიმე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რამაც საწვავის გადამუშავებისა და მიწოდების პროცესზე გავლენა იქონია.
ოფიციალური კიევი ამბობს, რომ მათი მიზანია, იერიში მიიტანონ ისეთ ინფრასტრუქტურაზე, რომლითაც რუსეთი ახერხებს ნავთობის წარმოებას და გაყიდვას, შემოსული თანხებით კი კრემლი შეიარაღებულ ძალებს აფინანსებს.
დრუჟბას მილსადენი ამ კუთხით მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან ის აკავშირებს ციმბირის ნავთობის საბადოებს ეევროპის მთავარ გადამამუშავებელ ქარხნებთან.
დრუჟბის ნავთობის მილსადენით, დღეში 2 მილიონი ბარელის გადატანაა შესაძლებელი, თუმცა ნავთობის ნაკადები მკვეთრად შემცირდა მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა რუსული ნავთობის შესყიდვა შეწყვიტა.
Facebook Forum