ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინის ბრიტანელი მოწინააღმდეგე ესპანეთში მოკლე ვადით დააკავეს


ბილ ბრაუდერი, "ერმიტაჟ კაპიტალის" მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი
ბილ ბრაუდერი, "ერმიტაჟ კაპიტალის" მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი

ესპანეთის პოლიციამ დღეს რამდენიმე საათით ამერიკაში დაბადებული ბრიტანელი ინვესტორი ბილ ბრაუდერი დააკავა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის კრიტიკოსია. ბრაუდერმა “ტვიტერზე” განაცხადა, რომ ესპანეთის პოლიციამ ის რუსეთის დავალებით დააპატიმრა.

პოლიციის ინფორმაციით, ბრაუდერი განყოფილებაში მისი დაპატიმრების ორდერის შესამოწმებლად წაიყვანეს, რომელიც ვადაგასული აღმოჩნდა.

“კარგი ამბავი. ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ახლახან გამათავისუფლა, მას შემდეგ, რაც ინტერპოლის გენერალურმა მდივანმა ლიონში მათ ურჩია რუსეთის მიერ გამოქვეყნებული წითელი ცირკულარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილონ,” თქვა ბრაუდერმა “ტვიტერზე.” მან ასევე დასძინა, რომ მის შემთხვევაში “რუსეთი ინტერპოლს მეექვსედ იყენებს ბოროტად.”

“ამერიკის ხმასთან” კომენტარი გააკეთა ინტერპოლმაც და თქვა, რომ “ბატონი ბილ ბრაუდერის სახელზე არ არსებობს და არასდროს არსებობდა წითელი ცირკულარი” და ის ინტერპოლის მიერ ძებნილად არ არის გამოცხადებული.

ბრაუდერს რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საინვესტიციო ფონდი ჰქონდა. 2005 წელს სახელმწიფომ მას ბიზნესი ჩამოართვა და თავად ბრაუდერი რუსეთიდან გააძევა. იურისტი სერგეი მაგნიტსკი, რომელიც რუსეთში ციხეში გარდაიცვალა, მისი ადვოკატი იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG