ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კენტუკის შტატში ის ქალაქები მოინახულა, რომელიც ტორნადოს შედეგად სრულად განადგურდა. პრეზიდენტს შტატის წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ქალაქების აღდგენის გეგმის შესახებ, თავის მხრივ ბაიდენი ადგილობრივ მოსახლეობას დროულ ფედერალურ დახმარებას დაპირდა.
კენტუკისა და მეზობელი შტატების ქალაქები, გასულ კვირას ტორნადომ მნიშვნელოვნად დააზარალა. შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე ქალაქი თავიდან არის გასაშენებელი, ამიტომ პროცესს დიდი დრო და თანხა დასჭირდება.
ტორნადოს დროს 74 ადამიანი დაიღუპა ათასობით მოქალაქე კი უსახლკაროდ არის დარჩენილი. კენტუკის შტატის გუბერნატორის თქმით ამ დრომდე, გრძელდება სამძებრო სამუშაოები დაკარგული ადამიანების საპოვნელად და მათი რიცხვი 100 აჭარბებს.
პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ფედერალური მთავრობა შტატს სრულად დაეხმარება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება სტიქიით მიყენებული ზიანის აღასდგენად. ამისთვის პრეზიდენტმა ბაიდენმა კენტუკი, ტენესი და ილინოისი კატასტროფის ადგილებად გამოაცხადა.
ხუთ შტატში გასულ კვირაში 30-ზე მეტი ტორნადო წარმოიქმნა, რამაც მძიმე შედეგები გამოიწვია.
Facebook Forum