ეროვნული უსაფრთხოების მდივანი, ალეხანდრო მაიორკასი და ბაიდენის ადმინისტრაციის რამდენიმე წარმომადგენელი ამერიკა-მექსიკის საზღვართან შეიკრიბნენ. მათი შეხვედრა, ბოლო დროს საზღვრის გახშირებული გადაკვეთისა და რესპუბლიკელების მიერ გაკრიტიკებული საიმიგრაციო კრიზისის ფონზე მოხდა.
პრეზიდენტი ბაიდენი გეგმავს, რომ შეცვალოს მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის მიერ შემოღებული საიმიგრაციო პოლიტიკა. მისი 4-წლიანი პრეზიდენტობის ერთ-ეთი მთავარი ლაიტმოტივი მექსიკასა და ამერიკას შორის, საზღვარზე კედლის აშენება და ამ გზით, არალეგალურად ამერიკაში შესვლის პრევენცია იყო.
ტრამპის ამ პოლიტიკას კრიტიკა მოჰყვა, თუმცა ახლა, აკრიტიკებენ ბაიდენსაც. საიმიგრაციო აქტივისტები ამბობენ, რომ ბავშვები და ოჯახები, მათი თავშესაფრის მიღების განხილვის პროცესში, ძალიან დიდ დროს ატარებენ წინასწარი დაკავების ცენტრებში.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტმა ბაიდენმა, ეროვნული უსაფრთხოების მდივან, ალეხანდრო მაიორკას და რამდენმე თანამდებობის პირს თხოვა, რომ ჩასულიყვნენ საზღვარზე და ადგილზე გაერკვიათ სიტუაცია.
Facebook Forum