შეერთებულმა შტატებმა უკრაინის ერთ-ერთ უმდიდრეს მოქალაქეს, იგორ კოლომოისკის სანქციები დაუწესა.
მიმომხილველთა შეფასებით, ხელისუფლების გავლენიანი მოხელეების შემდეგ, კოლომოისკი დღევანდელ უკრაინაში ყველაზე გავლენიანი პირია. პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის პოლიტიკური აღმასვლაც მის სახელს უკავშირდება.
სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საგანგებო განცხადებაში აღნიშნა, რომ სანქციების საფუძველი ”ოლიგარქისა და ყოფილი სახელმწიფო მოხელე" კოლომოისკის კორუფციაში მონაწილეობაა იმ დროს, როდესაც ის დნიპროს ოლქის გუბერნატორი იყო. თუმცა ბლინკენმა თქვა, რომ შეერთებული შტატები შეშფოთებულია კოლომოისკის დღევანდელი საქმიანობითაც, რომელიც "ძირს უთხრის უკრაინაში დემოკრატიულ პროცესებსა და დემოკრატიულ ინსტიტუტებს.”
სახელმწიფო დეპარტამენტმა განმარტა, რომ სანქციები კოლომოისკის ოჯახის წევრებზეც ვრცელდება. მათ აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ.
Facebook Forum