ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოლორადოში სროლის შემდეგ, ბაიდენი საიერიშო იარაღის აკრძალვისკენ მოუწოდებს


კოლორადოს შტატის ქალაქ ბოლდერში მომხდარი სროლის შემდეგ, რომლის დროსაც 10 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი დაიღუპა, სამშაბათს, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, მთელ ქვეყანაში ე.წ. საიერიშო იარაღის აკრძალვა მოითხოვა.

თეთრი სახლიდან საუბრისას ბაიდენმა თქვა: “არ მჭირდება ერთი წუთით, მით უმეტეს ერთი საათით მოცდა, რათა სიცოცხლეების გადასარჩენად გონივრული ნაბიჯები გადავდგა.”

ამერიკის პრეზიდენტმა წარმომადგენელთა პალატის და სენატის წევრებს მოქმედებისკენ მოუწოდა. “შეგვიძლია ავკრძალოთ საიერიშო იარაღი და დიდი მოცულობის მჭიდეები”, თქვა ბაიდენმა და აღნიშნა, რომ ადრე მუშაობდა მსგავს საკანონმდებლო ინიციატივაზე, როდესაც სენატორი და სენატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ის კანონი 1994 წელს მიღეს, მაგრამ 10 წლის შემდეგ არ განაახლეს და მას ვადა გაუვიდა.

ბაიდენმა სენატსაც მოუწოდა, დაამტკიცოს წარმომადგენელთა პალატის მიერ უკვე მიღებული ზომა, რომელიც აღმოფხვრის ხარვეზს იმ კანონში, რომელიც იარაღის შესაძენად ბიოგრაფიული მონაცემების შემოწმებას ითხოვს.

სენატის იურიდიულმა კომიტეტმა სამშაბათს მოსმენა ჩაატარა. ეს პირველი იყო მოსმენების იმ წყებიდან, რომელიც იარაღის გამოყენებით ძალადობის შემცირების გზებზე მსჯელობას ეძღვნება.

ხელისუფლებამ ბოლდერის სურსათის მაღაზიაში სროლასთან დაკავშირებით, 21 წლის აჰმად ალ ალივი ალისას, ბრალი მკვლელობის 10 შემთხვევაზე წარუდგინა. ის სასამართლოს წინაშე ხუთშაბათს წარსდგება. გამომძიებლებს სროლის მოტივების შესახებ არაფერი უთქვამთ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG