ბელარუსი აცხადებს, რომ მისი ჯარის რუსეთის ჯართან ერთად მის საზღვრებთან განლაგება თავდაცვითი ზომაა.
"ყველა ნაბიჯი, რაც ამ დროისთვისაა გადადგმული, ადეკვატურად გამიზნულია ჩვენი საზღვრების სიახლოვეს მიმდინარე ქმედებებზე საპასუხოდ", - განაცხადა ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ.
პრეზიდენტმა ალექსანდ ლუკაშენკომ ორშაბათს განაცხადა, რომ ჯარის ნაწილებს რუს სამხედროებთან ერთად უკრაინის საზღვრებთან განლაგება უბრძანა. ეს კი მისი თქმით, პასუხია იმ "აშკარა საფრთხეზე", რაც ბელარუსს კიევისგან და მისი დასავლელი მხარდამჭერებისგან ემუქრება.
"ბელარუსის ტერიტორიაზე იერიშის მიტანა ახლა უკრაინაში არა მხოლოდ განიხილება, არამედ იგეგმება კიდეც", - თქვა ლუკაშენკამ უშიშროებასთან დაკავშირებულ შეხვედრაზე, თუმცა ამ მტკიცების დამადასტურებელი არგუმენტები არ წარუდგენია.
"მათი მფლობელები მათ უბიძგებენ, რომ ბელარუსის წინააღმდეგ ომი დაიწყონ და ჩვენ იქ ჩაგვითრიონ", - თქვა ლუკაშენკომ და დასძინა: "ჩვენ ამისთვის ათწლეულების განმავლობაში ვემზადებოდით. თუკი აუცილებელი გახდება, ჩვენ [მათ] ვუპასუხებთ.
ლუკაშენკომ ისიც თქვა, რომ მან ეს საკითხი სანკტ-პეტერბურგში პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრისასაც განიხილა.