ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსში კიდევ ერთი მედია გამოცემა დახურეს


ბელარუსში, ერთ-ერთი ყველაზე ძველი გაზეთი, „ექსტრემისტულად“ გამოცხადდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გამოცემის 115 წლისთავზე იქნა მიღებული. ეს ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, ერთ-ერთი უკანასკნელი ნაბიჯია, გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებით გამოწვეული დემონსტრაციების შემდეგ.

გამოცემა „ნაშა ნივა“, მისი "ტელეგრამისა" და სოციალური მედიის გვერდები, მინსკის სასამართლოს გადაწყვეტილებით და ინფორმაციის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე იქნა აკრძალული.

გადაწვეტილება გულისხმობს, რომ გამოცემის ჟურნალისტებსა და მათ ვინც გამოცემის მასალებს გააზიარებს, 7 წლით პატიმრობა ემუქრებათ. ბელარუსის ხელისუფლებამ გამოცემას ონლაინ ფუნქციონირება ივლისში აუკრძალა, ხოლო მისი რედაქტორი იაჰორ მარცინოვიჩი და ჟურნალისტი ანდრეი სკურკო დააკავეს. ორივე მათგანი ამ დრომდე საპატიმროში რჩება.

გარდა ამ გამოცემისა, ქვეყანაში ათობით სხვა ონლაინ თუ სხვა სახის ახალი ამბების სააგენტო იქნა დახურული. ეს ალექანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის მცდელობის ნაწილია, შეზღუდოს ქვეყანაში ოპოზიციური და თავისუფალი მედია. ლუკაშენკო, რომელიც აცხადებს, რომ გასული წლის აგვისტოს არჩევნებში გაიმარჯვა, ქვეყანაში ფართომასშტაბიანი საპროტესტო ტალღის ჩახშობას ცდილობს, რომელიც აღნიშნულ არჩევნებს მოჰყვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG