ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლუკაშენკო ამტკიცებს, რომ „ტერორისტები“ დააკავა


ალექსანდრე ლუკაშენკო
ალექსანდრე ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სპეცსამსახურებმა ქვეყნის ტერიტორიაზე „ტერორისტული“ ჯგუფის წევრები დააკავეს. ალექსანდრე ლუკაშენკოს მტკიცებით, საუბარია 20 ადამიანზე, რომლებმაც მინსკთან ახლოს საჰაერო ბაზაზე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი ააფეთქეს.

ლუკაშენკოს თქმით, „ტერორისტული“ ჯგუფის წევრები აქტიურ კავშირში იყვნენ უკრაინისა და ამერიკის სადაზვერვო სამსახურებთან.

„უკრაინის უსაფთხოების სამსახური და აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ხელმძღვანელობა, დახურულ კარს მიღმა ახორციელებს ოპერაციას ბელარუსის რესპუბლიკის წინააღმდეგ,“- ამბობს ლუკაშენკო.

აფეთქება, რომელზეც ლუკაშენკო საუბრობს, 27 თებერვალს მოხდა. იმავე დღეს რუსულ სამხედრო თვითმფრინავზე მომხდარ აფეთქებაზე, პასუხისმგებლობა ბელარუსის ანტისამთავრობო ორგანიზაცია „ბაიპოვლმა“ აიღო. ორგანიზაციის მტკიცებით, დაზიანდა თვითმფრინავის წინა და ცენტრალური ნაწილები, ასევე სარადარო ანტენა.

თუმცა, როგორც დღეს ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, თვითმფრინავმა მხოლოდ ზედაპირული დაზიანებები მიიღო.

ლუკაშენკო ამბობს, რომ დაკავებულებს შორის ერთი რუსეთ-უკრაინის ორმაგი მოქალაქეა. დაკავებულია საერთო ჯამში 20-მდე ადამიანი. ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებით, ჯგუფის სხვა წევრები საზღვარგარეთ იმალებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG