ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის ჰუმანიტარული კრიზისი


თურქეთს სირიელი დევნილების დახმარება საკუთარი რესურსებით უჭირს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა იორდანიასა და თურქეთში მდებარე სირიელი დევნილების ბანაკები მოინახულა. ვიზიტი მას შემდეგ განხორციელდა, რაც ანკარამ უკმაყოფილება გამოხატა არასაკმარისი საერთაშორისო მხარდაჭერის გამო. დეტალებს გაეროს მდივნის ვიზიტის შესახებ, „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი დორიან ჯონსი არკვევდა.
თურქეთში ჩასულმა ბან კი მუნმა სირიაში მიმდინარე 21 თვიანი სამოქალაქო ომის გამო აღშფოთება გამოხატა. ასევე განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ჰუმანიტარულ კრიზისის საპასუხოდ იმოქმედებს.

„მე საერთაშორისო თანამეგობრობას და კერძოდ რეგიონის ქვეყნებს სასწრაფო რეაგირებისკენ მოვუწოდებ, რათა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება მოხდეს. ჩვენ ამ უბედური ხალხისთვის თქვენი მზრუნველობა გვჭირდება,“ - მიმართა ბან კი მუნმა საერთაშორისო საზოგადოებას.

სირიის კონფლიქტის გავლენა ყველაზე მეტად თურქეთსა და იორდანიაზე აისახა. ბან კი მუნმა თურქეთში სირიელი დევნილების ბანაკი მოინახულა, სადაც ამ დროისთვის 8 500 სირიელი ცხოვრობს. ზაჰიდ ჰაქი გაეროს ჰუმანიტარულ მისიასა და თურქეთის ხელისუფლებას შორის კოორდინაციას ახორციელებს. ის შიშობს, რომ თურქეთს ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად შეზღუდული საშუალებები გააჩნია.

„ვფიქრობ, ზამთარში სერიოზული პრობლემები გველის. მართალია, ზამთარმა ცოტა დაიგვიანა, თუმცა უკვე ნელნელა ცივდება და ბანაკების საშუალებები ამოწურულია. ამისთვის, საერთაშორისო თანამეგობრობამ დიდი რესურსები უნდა ჩადოს, რათა თურქეთმა შეძლოს ამ ბანაკების გაფართოვება და იქ მცხოვრები ადამიანების დახმარება,“ - აცხადებს ზაჰიდ ჰაქი.

თურქეთის მთავრობამ დევნილების დასახმარებლად ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა. ამჯერად კი დახმარებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს. თუმცა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო დახმარების იმედი ანკარას უკვე უცრუვდება.

„ღია კარის პოლიტიკა გრძელდება. ჩვენ შევეცდებით ის განვახორციელოთ რამდენ ხანსაც შესაძლებელია, რათა დავეხმაროთ სირიელ ხალხს, რომლებიც ქვეყნიდან დასჯას, ძალადობას და სიკვდილის საფრთხეს გამოექცნენ.თუმცა ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია და სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ საერთაშორისო დახმარაების უკმარისობაზე. ამ დროისთვის ჩვენ 14 ბანაკში 134 ათასი დევნილი გვყავს. რასაც მათ ვუკეთებს ეს ყველაფერი ჩვენი რესურსებით ხდება,“ - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
უნალის განცხადებით, განსაკუთრებით აუცილებელი ამ ეტაპზე არის ფული, კარვები და თბილი ზეწრები.

ანალიტიკოსების განცხადებით, თურქეთისთვის პოლიტიკურად რთული იქნება თუკი დევნილებსი მიღებაზე უარის თქმა, მაშინ როდესაც მასზე გაცილებით ღარიბი ქვეყნები ღებულებენ დევნილებს. თუმცა, ღია კარის პოლიტიკის გაგრძელება თურქეთს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის, რადგანაც კრიზისის დასრულების პერსპექტივა სირიაში არ ჩანს და ქვეყანაში ბრძოლები სულ უფრო მასშტაბურ ხასიათს იძენს. თურქეთში ვიზიტისას გაეროს გენერალურმა მდივანმა ასევე შეშფოთება გამოხატა იმ ცნობებთან დაკავშირებით, რომელთა თანახმადაც პრეზიდენტმა ასადმა შესაძლოა ქიმიური იარარი გამოიყენოს. ბან კი მუნის განცხადებით ეს „საშინელი დანაშაული“ იქნება.
XS
SM
MD
LG