გაეროს კომიტეტი წამების წინააღმდეგ რუსეთს მწვავედ აკრიტიკებს. საუბარია ჟურნალისტთა და სამოქალაქო უფლებების დამცველთა წამების და დაშინების ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკაზე და გახმაურებულ ფაქტებზე, რომელთა გამოძიება არ ხდება. ჟენევაში კომიტეტის 49-ე სესიაზე წარმოდგენილ ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთში წამების და დაშინების მხოლოდ რამდენიმე ფაქტი გამოიძიეს და შესაბამისად, დამნაშავეთა მხოლოდ მცირე ნაწილი დაისაჯა.
10 დამოუკიდებელი ექსპერტისგან შემდგარი კომიტეტი რუსეთს მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელებული პრაქტიკის აღკვეთისკენ მოუწოდებს და დანაშაულებრივი ქმედებების სამართლიან და მიუკერძოებელ გამოძიებას ითხოვს. გაერო ასევე მოუწოდებს რუსეთს გააუქმოს ახლახან პრეზიდენტ პუტინის მხარდაჭერით მიღებული კანონი სახელმწიფოებრივი ღალატის განმარტებით. კომიტეტის აზრით, კანონის მიხედვით მოღალატედ შეიძლება რუსეთის ნებისმიერი მოქალაქე ჩაითვალოს, რომელიც მთავრობის წინააღმდეგ გამოდის.