ავსტრიის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ კარანტინის გამო დაწესებული მკაცრი შეზღუდვები პირველი მაისიდან ეტაპობრივად შემსუბუქდება. ევროპის ქვეყნებიდან ავსტრია ერთი-ერთი პირველი იქნება, ვინც ქვეყნის ძველ რიტმში დაბრუნებას შეეცდება.
ვენაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრმა, რუდოლფ ანშობერმა თქვა, რომ ახლანდელი მონაცემების მიხედვით, კარანტინის მოხსნა, უკვე შესაძლებელია.
ავსტრიაში კარანტინი 7 კვირის განმავლობაში იყო გამოცხადებული. მოსახლეობას სახლის დატოვება, მხოლოდ აუცილებელი საჭიროების დროს შეეძლო.
აკრძალვების შემსუბუქების მიუხედავად, მაინც იარსებებს სოციალური დისტანციის დაცვისა და სახეზე პირბადეების ტარების მოთხოვნა. აკრძალვების მოხსნის შემდეგი ეტაპი რესტრონების გახსნა იქნება, რაც 15 მაისიდან იგეგმება.
ავსტრიის ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის 15,256 დადასტურებული შემთხვევა და 569 გარდაცვალებაა დაფიქსირებული.
Facebook Forum