ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრალია ჰომოსექსუალების ქორწინების თაობაზე რეფერენდუმს გეგმავს


მალკომ ტურნბელი, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ გეების ქორწინების ლეგალიზების საკითხი ამ წლის ბოლომდე გადაწყდება. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ მთავრობა ნოემბერში რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე კანონპროექტს ამზადებს და მას განსახილველად სენატს წარუდგენს.

თუკი სენატში რეფერენდუმის ჩატარების საკითხი ჩავარდება, მთავრობა მოსახლეობას ფოსტით დაუკავშირდება, რაც 97 მილიონი დაჯდება. თუკი ავსტრალიის მოსახლეობის უმრავლესობა ლეგალიზების მომხრე აღმოჩნდება, პარლამენტი იძულებული გახდება ამ საკითხს კენჭი უკვე დეკემბერში უყაროს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG