ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონი და კანბერა პეკინს ერთობლივი განცხადებით აკრიტიკებს


ჰონგ-კონგსა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მოქმედებების, ასევე რუსეთის მხარდაჭერის გამო, ავსტრალია და ბრიტანეთი ჩინეთს აკრიტიკებს.

მიმომხილველთა აზრით, ორი ქვეყნის განცხადება, პეკინის მიმართ, უჩვეულოდ პირდაპირი იყო. ლონდონმა და კანბერამ, პეკინი „სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ფილიპინების გემებისა და მათი ეკიპაჟების მიმართ, ჩინური გემების ბოლოდროინდელი სახიფათო და დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების“ გამო გააკრიტიკა.

ერთობლივი განცხადება ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების, ავსტრალიელ კოლეგებთან გამართული ერთობლივი შეხვედრის შემდეგ, 22 მარტს გაავრცელეს.

ამასთან, მინისტრებმა შეშფოთება გამოთქვეს ჰონგ-კონგის უსაფრთხოების ახალი კანონმდებლობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების შეზღუდვის გამო.

ბრიტანელმა და ავსტრალიელმა მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა, ასევე მკაცრად გააკრიტიკეს, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი და განაცხადეს, რომ ჩინეთმა, კონფლიქტის დასრულებაში, მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს.

„მინისტრებმა მოუწოდეს ყველას, ვისაც მჭიდრო ურთიერთობა აქვს რუსეთთან, განსაკუთრებით ჩინეთს, თავი შეიკავონ ომის გაგრძელებაში რუსეთის დახმარებისგან და დაარწმუნონ მოსკოვი, დაასრულოს უკანონო ომი“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG