შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ჩინეთის მიერ ზებგერითი რაკეტის გამოცდა ამ ზაფხულს „შეშფოთების“ საფუძველია. მან ჩინეთის შეიარაღების ზრდას „მზარდი გამოწვევა“ უწოდა და თქვა, რომ შეერთებული შტატები ცდილობს საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების გაუმჯობესებას სხვადასხვა მიმართულებით და არა ერთი კონკრეტული განხრით.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინურმა იარაღმა სამიზნემდე ვერ მიაღწია, როგორც ამას „ფაინენშალ თაიმსი“ იტყობინება, 27 ივლისის ეს ტესტი პირველი შემთხვევა იყო, როცა ქვეყანამ ზებგერითი რაკეტა დედამიწის გარშემო გაუშვა. ეს რაკეტა ბგერის სიჩქარეზე ხუთჯერ უფრო სწრაფად გადაადგილდება და მისი დაფიქსირება გაცილებით რთულია, ვიდრე აქამდე არსებული რაკეტებისა.
ჩინეთი უარყოფს, რომ მათ მსგავსი ტესტი ჩაატარეს.
ჩინეთმა საშუალო-რადიუსის ზებგერითი რაკეტა უკვე განათავსა ველზე. შეერთებულ შტატებს მსგავსი იარაღის საბრძოლო დისლოცირებისთვის რამდენიმე წელი აშორებს.
Facebook Forum