ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის ლიდერებს ექნებათ უფრო კოორდინირებული მიდგომა უკრაინის მხარდასაჭერად მას შემდეგ, რაც უნგრეთის პრეზიდენტმა რიგის სამიტისგან თავი შორს დაიჭირა, განაცხადა სამშაბათს ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა. ვიქტორ ორბანი ამ დრომდე უარს აცხადებს, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე და მოკავშირეებს შორის, რუსეთთან ახლო კავშირებით გამოირჩევა.
რინკევიჩმა თქვა, რომ უნგრეთის პრეზიდენტმა თამაშ სულიოკმა გააუქმა მოგზაურობა, ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის ე.წ. "ბუქარესტის ცხრა" ქვეყნის სამიტზე.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ უფრო კოორდინირებული მიდგომა გვქონდეს [ნატოს] ვაშინგტონის სამიტთან დაკავშირებით, როდესაც საქმე ეხება უკრაინის მხარდაჭერას, როდესაც საქმე ეხება ალიანსის შესაძლებლობების გაძლიერებას“, - თქვა რინკევიჩმა შეხვედრის წინ. სულიოკის ოფისმა არ უპასუხა "როიტერის" მიერ კომენტარის თხოვნას.
მოგზაურობა "ბოლო მომენტში" გააუქმა, სლოვაკეთის პრეზიდენტმა ზუზანა კაპუტოვამაც, განაცხადეს ლატვიის პრეზიდენტის ოფისში.
სლოვაკეთმა შეწყვიტა უკრაინის სახელმწიფო სამხედრო დახმარება, მას შემდეგ რაც გასულ წელს პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიკომ მოვიდა მთავრობაში.
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სააგენტო "როიტერს" განუცხადა, რომ კაპუტოვას უფლებამოსილება ამ კვირაში ეწურება, ხოლო ფიკომ ვერ შეძლო დასწრება, რადგან ის მაისში განხორციელებული მკვლელობის მცდელობისგან მიყენებული ჭრილობების მოშუშებას ცდილობს.
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი და შვედეთის პრემიერ მინისტრი ულფ კრისტერსონი სამშაბათს ჩატარებულ ღონისძიებას დაესწრნენ, რომელიც ივლისში ვაშინგტონში ნატოს ლიდერების შეხვედრის წინ გაიმართა.
"დარწმუნებული ვარ, რომ ნატოს მოკავშირეები შეთანხმდებიან ნატოს სამიტთან დაკავშირებით", - განუცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს და უარი თქვა კომენტარი გაეკეთებინა იმაზე, თუ რას ფიქრობს ზოგიერთი ქვეყნის მიერ დასწრებაზე უარის თქმაზე. სტოლტენბერგი ოთხშაბათს ბუდაპეშტს ეწვევა.
გაერთიანებაში "ბუქარესტის ცხრა" შედის ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი, საბჭოთა კავშირის ყოფილი და ამჟამად ნატოსა და ევროკავშირის წევრები.