ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უმნიშვნელოვანესი ოპერაცია ალ-ყაიდას წინააღმდეგ


უმნიშვნელოვანესი ოპერაცია ალ-ყაიდას წინააღმდეგ
უმნიშვნელოვანესი ოპერაცია ალ-ყაიდას წინააღმდეგ

მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი „ალ-ყაიდას“ ქსელის ლიდერი ოსამა ბინ ლადენი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ განცხადება თავად შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გააკეთა. ბინ ლადენის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია გუშინ პაკისტანის ქალაქ აბოთაბადში ჩატარდა. პრეზიდენტმა ობამამ განხორციელებული ოპერაცია უმნიშვნელოვანეს მიღწევად შეაფასა „ალ-ყაიდას“ დამარცხების საქმეში.

„მე შემიძლია მოვახსენო ამერიკელ ხალხს და მსოფლიოს, რომ შეერთებულმა შტატებმა განახორციელა ოპერაცია რის შედეგადაც მოხდა ალ-ყაიდას ლიდერის ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია. ტერორისტის, რომელიც პასუხისმგებელია ათასობით უდანაშაულო ადამიანის, ქალის და ბავშვის სიკვდილზე,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ. მისი თქმით „სამარტალი შესრულდა“.

ბინ ლადენზე ნადირობა შეერთებულის შტატების ძალებმა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ გააქტიურეს, როდესაც „ალ-ყაიდას“ ლიდერმა შეერთებულ შტატებში ათასობით ადამიანის დაღუპვაზე აიღო პასუხისმგებლობა.

როგორც „ამერიკის ხმას“ პრეზიდენტის ადმინსტრაციაში წყარომ განუცხადა, პრეზიდენტმა ობამამ ოპერაცისი დაწყების ბრძანება პარასკევს გასცა. ბინ ლადენთან ერთად ლიკვიდირებულია სამი ადამიანი, მათ შორის ერთერთი თავად ბინ ლადენის ვაჟია. სხვადასხვა წყაროების ცნობით, ბინ ლადენის ცხედარი ზღვაში დაკრძალეს, თუმცა ეს ინფრომაცია ჯერჯერობით არ დადასტურებულა.

ბინ ლადენის სიკვდილის შესახებ განცხადებას მთელს მსოფლიოში ადევნებდნენ თვალს:

XS
SM
MD
LG