ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის მოსახლეობის რეაქცია ბინ ლადენის მკვლელობაზე


ამერიკის მოსახლეობის რეაქცია ბინ ლადენის მკვლელობაზე
ამერიკის მოსახლეობის რეაქცია ბინ ლადენის მკვლელობაზე

გუშინ ამერიკის დროით გვიან ღამით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამერიკელებს ოსამა ბინ ლადენის სიკვდილის შესახებ ამცნო. ახალი ამბები ელვისებური სისწრაფით გავრცელდა ამერიკაში. ნიუ იორკის ტაიმ სკვერსა და 11 სექტემბრის თავდასხმების ადგილზე და ვაშინგტონში თეთრი სახლის წინ ათასობით ადამიანი შეიკრიბა მთელი მსოფლიოს მიერ ძებნილი ტერორისტის ლიკვიდაციის საზეიმოდ.

„არაჩვეულებრივი განცდა იყო. ჩვენ პიცერიიდან გამოვდიოდით. ქუჩაში დამონტაჟებულ ეკრანზე ახალი ამბებს მოვკარით თვალი და იმ ადგილს ვეღაც მოშორდით.“

პრეზიდენტი ბარაკ ობამას მიერ ბინ ლადენის მოკვლასთან დაკავშირებული განცხადებიდან რამდენიმე საათში, თეთრი სახლის წინ შეკრებილი ათასობით ახალგაზრდამ დროშების ფრიალითა და ამერიკის ჰიმნის სიმღერით გამოხატა სიხარული.

მათი უმრავლესობისთვის ეს სიახლე წარსულის გახსენებასაც ნიშნავდა. 2001 წლის 11 სექტემბერს ბინ ლადენის მიერ ორგანიზებულ ტერორისტულ აქტს დაახლოებით სამი ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ერთ-ერთი სტუდენტის თქმით:

„ჩვენი უმრავლესობა 11 სექტემბრის ჩრდილში გაიზარდა და ტერორიზმის შიში მუდამ თან გვახლავს. ამიტომ, ეს ამბავი ჩემთვის ტრიუმფალური მომენტია.“

თეთრი სახლის წინ საზეიმო დემონსტრაცია დილამდე გაგრძელდა. ხალხის მოზღვავებასთან ერთად, ამერიკის საიდუმლო სამსახურმა თეთრი სახლის წინ ბარიკადები გაამაგრა. თუმცა, პატრიოტულ სულისკვეთებაზე ამას გავლენა არ ჰქონია.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია არა მხოლოდ ამერიკისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთივს.“

მსოფლიო ქვეყნების ლიდერები ამერიკის შეიარაღებული ძალების მიღწევას აქებენ. თუმცა, ასევე გამოიკვეთა ტერორისტული საფრთხის ამაღლების რისკი, რომელიც ბინ ლადენის მკვლელობასთან იქნება დაკავშირებული.

XS
SM
MD
LG