ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსპერტები რადიაციის მატებას სწავლობენ


ექსპერტები რადიაციის მატებას სწავლობენ
ექსპერტები რადიაციის მატებას სწავლობენ

მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობის დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება

ასობით ათასი ადამიანი, რომლებიც იაპონიაში ძლიერ მიწისძვრას გადაურჩნენ მესამე ღამეს დროებით, საგანგებოდ გაშლილ თავშესაფრებში სურსათის, სითბოს და ელექტროენერგიის გარეშე ატარებს.

ამ ფონზე, მეორე ბირთვული ელექტროსადგურის ტერიტორიაზე სპეციალისტები ცდილობენ დაადგინონ რადიაციის მატების წყარო.

იაპონიის პრემიერ მინისტრმა ნაოტო კანმა, რომელმაც კვირას ნაციონალური ტელევიზიით მიმართა საზოგადოებას, მომხდარი სტიქიის შედეგად არსებული მდგომარეობა იაპონიისთვის ყველაზე რთულ გამოწვევად შეაფასა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

ოფიციალური ცნობებით, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა ძნელია. გარდაცვლილთა რიცხვმა მარტო მიაგის პრეფექტურაში შესაძლოა 10, 000 ადამიანს გადააჭარბოს.

XS
SM
MD
LG