ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსახლეობა ტესტირებას აგრძელებს რადიაციაზე


მოსახლეობა ტესტირებას აგრძელებს რადიაციაზე
მოსახლეობა ტესტირებას აგრძელებს რადიაციაზე

ათი ათასობით იაპონელმა შემოწმება უკვე გაიარა.

იაპონიაში ათობით ათასმა ადამიანმა რადიაციაზე შემოწმება გაიარა. აღსანიშნავია, რომ როგორც კი რადიოაქტიური იოდინი ორგანიზმში აღწევს, ნივთიერება ფარისებრ ჯირკვალში ხვდება. ამ დროს ზემოქმედება განსაკუთრებით ძლიერია ბავშვებზე.

1986 წელს, ჩერნობილში მომხდარი კატასტროფისას ბირთვული რეაქტორის აფეთქების დროს ადამიანებმა რადიაციის დიდი რაოდენობით დასხივება მიიღეს. ამ საშინელი ინციდენტის შემდეგ, ექსპერტების მტკიცებით, ექვსი ათასამდე ბავშვი ფარისებრი ჯირკვლის კიბოთი დაავადდა.

ედვინ ლაიმანი ერთ საინტერესო ორგანიზაციას წარმოადგენს, სახელწოდებით „ამერიკის სკეპტიკოს მეცნიერთა კავშირი.“

ლაიმანი: „რადიოაქტიური დასხივება განაკუთრებით უარყოფითად ბავშვებზე მოქმედებს, რადგან რადიაციას დე-ენ-ემის დაზიანება შეუძლია და მოქმედებს უჯრედების გამრავლების ხარისხზე. ბავშვების უჯრედები უფრო სწრაფად მრავლდება, რადგანაც პატარები ამ დროს იზრდებიან.“

სამედიცინო სფეროს ექსპერტები აცხადებენ, რომ ბავშვების დაზღვევა სიმსივნისგან პოტასიუმ იოდიდის თაბლეტებით შეიძლება. ეს რადიაციასთან შეხებამდე უნდა მოხდეს.

თუმცა ფაქტია, რომ სანამ ტესტირებას არ გაივლის ადამიანი, მანამდე შეუძლებელია იმის დადგენა რა დოზის რადიაციაა ორგანიზში შეღწეული.

აქ ტერმინოლოგიასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ექიმი ჯონ სუ რადიოაქტიური ონკოლოგიის წამყვანი სპეციალისტია კლივლენდის კლინიკაში:

სუ: „ორგანიზმში შესული რადიაციის გაზომვის ერთერთი საშუალებაა რამი. კიდევ ერთი სივერტ. თუმცა რადგანაცაც სივერტი ძალიან მოცულობითი დასხივების ექვივალენტური დოზაა, ჩვენ რადიაციას ამის ნაცცვლად მილი სივერტებით ვზომავთ.

შედარებისთვის, გულ-მკერდის რენტგენი ნული მთელი ორი მეათედი მილისივერტია.“

სუ ამბობს, რომ ჩვეულებრივმა ადამიანმა არ უნა გადააჭარბოს ერთი მილისივერტის დასხივებას. თუკი ადამიანის ორგანიზმში 17 ასეთი ერთეული ხვდება, სხვანაირად ათასშვიდასი რემი, ფატალური კიბო გარდაუვალია.

ამ დღეებში, იაპონიის მთავრობის წარმომადგენელი მოსახლეობას ამშვიდებდა, რომ რადიაციის დონე დაზიანებული რეაქტორების მიმდებარე ტერიტორიაზე მცირდებოდა

ამ საკითხზე, ტეხასის შტატის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ ნეიკერი ამერიკის ხმასთან ამბობს:

ნეიკერი: „რადიოაქტიურობის მოცულობა, რომელიც ადამიანს კლავს, ძალიან მასშტაბური უნდა იყოს. თუ ადამიანში ასეთი მოცულობის დიდი რადიაცია არ აღწევს, გავლენის და მასშტაბის დადგენა მთელი ცხოვრების მანძილზე ძნელი შესაფასებელია.“

მეცნიერები თანხმდებიან, რომ მნიშვნელოვანია არა ერთჯერადი რადიაციის რაოდენობა, არამედ ის თუ რა მოცულობის რადიაციას იღებს ადამიანი ერთ საათში, ან რეგულარულად რამდენიმე კვირისა და თვის მანძილზე.

საათში ოთხი ან ხუთი სივერტის რაოდენობის დასხივების შედეგად, შესაძლოა ძვლის ტვინის გადანერგვა გახდეს საჭრო.

მასაჩუსეტის ტექნოლოგიის სახელგანთქმული ინსტიტუტის შეფასებით, ფუკუშიმას ბირთვულ ელექტროსადგურზე რადიაციის დონე ოთხასი მილისივერტია, თუმცა ეს რაოდენობა ელექტროსადგურიდან მოშორებით უფრო დაბალია.

XS
SM
MD
LG