ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იანუკოვიჩის 100 დღე


ვაშინგტონში უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებზე მსჯელობდნენ.

ვაშინგტონის ჯონს ჰოპკინსის სახელობის ტრანსატლანტიკური კვლევების ცენტრში უკრაინის პრეზინდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის მოღვაწეობის 100 დღეს აფასებდნენ. მოხსენება ამ თემაზე ცენტრის უკრაინის საკითხთა მკვლევარმა, ტარას კუციომ წარმოადგინა, რომელიც კიევიდან ახლახანს დაბრუნდა.

ექსპერტმა ყურადღება რამდენიმე საკითხზე გაამახვილა. გამოიკვეთა ვიქტორ იანუკოვიჩის 100 დღიანი მოღვაწეობის მთავარი პრიორიტებები და პირიქით. უმთვარეს საკითხებში საქართველოსთან ურთიერთობაც მოხვდა:

“ვფიქრობ იანუკოვიჩმა კუჩმასეული მრავალ ვექტორული საგარეო პოლიტიკის კურსიდან რუსულ ვექტორიან პოლიტიკაში გადაინაცვლა. მოსახლეობის უმრავლესობის კრიტიკის მიუხედავად, მან რუსეთი ძალიან ღრმად შეუშვა ქვეყანაში. ის რასაც იანუკოვიჩი აკეთებს, ბევრი კუთხით, კონტრევოლუციურია არა მხოლოდ ვიქტორ იუშენკოს მთავრობის მიმართ, არამედ სამი ყოფილი პრეზინეტის კურსის მიმართაც. მაგალითად საქართველოსთან მიმართბეში. არა მხოლოდ ვიქტორ იუშენკო, არამედ ლეონიდ კუჩმაც, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერებად გამოდიოდნენ, კუჩმას არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა შევარდნაძესთან, უკრაინა საქართველოს იარაღით უზრუნველყოფდა და მაშინდელი მთავრობა არასოდეს დაუჭერდა მხარს სეპარატიზმს თქვენს ტეროტორიაზე. ეს ყველაფერი ძალიან ახალი და რუსეთიდან იმპორტირებულია. იანუკოვიჩის ეს შეხედულებები ხალხში პოპულარობით არ სარგებლობს, იმიტომ რომ იანუკოვიჩისგან განსხვავებით ხალხი ხვდება, რომ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მხარდაჭერა არ არის მიზანშეწონილი ყირიმის პირობებში, პანდორას ყუთი იხსნება და ეს კარგს არაფერს მოიტანს.”

ტარას კუციომ აღნიშნა,რომ ვარდებისა და ნარინჯისფერი რევოლუციების შემდეგ, საქართველო უკრაინის განვითარების ტემპი და მიზნები თანაბარი იყო, მაგრამ მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ახალი პრეზიდენტის პირობებში სურათი განსხვავებულია.

“ზოგადად იანუკოვიჩის საგარეო პოლიტიკა საქართველოს მიმართ კარგი არ არის, რადგან მას უკრაინაში რეგიონის მოსკოვისეული ხედვა შეაქვს. “

ტარას კუციომ იანუკოვიჩის მთავრობის დასავლურ ორიენტაციაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ პრიორიტეტები იუშენკოს მთავრობასთან შედარებით განსხვავებულია. როდესაც იანუკოვიჩი აირჩიეს, ბევრ დასავლელ ლიდერს, იმ მითების ჯეროდა, რომ ის ბალანსს შეინარჩუნებდა რუსეთსა და დასავლეთს შორის. დროთა განმავლობაში გამოიკვეთა რომ უკრაინას დასავლეთი არამც თუ არ აინტერესებს, ის ნატოში გაერთიანებასაც გვერძე დებს.

“ვფიქრობ პოლონეთმა და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნებმა უდნა განაგრძონ უკრაინის ლობირება ევროპაში, უნდა დაპატიჟონ ოპოზიციონერები, ისევე როგორც მთავრობის წევრები და გააგრძელონ თანამშრომლობა. ადრე თუ გვიან უკრაინა დასავლურ კურსს დაუბრუნდება. თუმცა დღეს ჩემი შეხედულება ძალიან რადიკალურია, მე ვთვლი რომ ქვეყანა აბსოლუტურად პრორუსული ჭრილიდან იყურება. რუსები ყოველთვის ძლიერები არიან ქვეყნების იზოლირებაში, ბევრს ითხოვენ, მათ ლუკაშენკოც კი ბელორუს ნაციონალისტად აქციეს.”

ევროკავშირში გაწევრიანების გარდა, ექსპერტულ წრეებში კვლავ ბუნდოვანი რჩება უკრაინის ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის საკითხი. ქვეყანაში ახლო მომავალში პარტნიორობა მშვიდობისათვის ფორმატში წვრთნების ჩატარდება იგეგმება.

“ მითია რომ აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანაში საზოგადოებას ნატოში ინტეგრაცია სურს. უკრაინის შემთხვევაში გამოკითხულთა ციფრი 25 დან 30 პროცენტამდე მერყეობს. ჩემი ვარაუდით ხალხს ნატოსკენ მოაბრუნებს ის, თუ ნატო ევროკავშირში გაწევრიანების გზად აღიქმება. უკრაინის შემთხვევაში ევროკავშირის წევრობა უფრო პოპულარულია. ერთი საკითხი, რომელმაც ნატოში ინტეგრაციის სურვილი შეასუსტა, ერაყია. ზოგადად რეგიონში ამერიკა ნატოსთან ასოცირდება და თუ ერაყი ამერიკამ წამოიწყო, ეს ნატოს ინიციატივასაც ნიშნავს. ამას ემატება ის, რომ ერაყში უკრაინელები მოკლეს და არავის აუხსნია რატომ. ნატო უკრაინის ურთიერთობა დღეს არა, კუჩმას დროს დაიწყო. საოცარია, რომ ერაყში ჯარები პრო რუსულმა პრემიერმა ვიქტორ იანუკოვიჩმა გაგზავნა და პროდასავლურმა იუშენკომ გამოიყვანა.”

ტარას კუციოს ერთსაათიანი გამოსვლა უკრინის პროდასავლური კურსის ანალიზით შეჯამდა. ექსპერტის თქმით, პარტნიორობა თანამშრომლობისათვის ფარგლებში სამხედრო წვრთნების ჩატარება უკრაინაში აზრს კარგავს, რადგან ქვეყანამ ნატოსა და ევროკავშირის გზას გაურკვეველი დროით გადაუხვია.

XS
SM
MD
LG