ვაშინგტონში გრძელდება მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეხვედრა, რომელსაც მსოფლიოს 20 უმსხვილესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს ფინანსთა მინისტრები ესწრებიან. შეხვედრების მთავარი თემა ევროპის ვალის კრიზისია.
ამ ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდი წევრი ქვეყნების მხრიდან დამატებით 400 მილიარდი დოლარის მობილიზებას ცდილობს გლობალური ეკონომიკის ევროპის კრიზისის გავლენის დაცვის და საკუთარი რეზერვების გაზრდის მიზნით.
წევრებმა უკვე დადეს 320 მილიარდის გამოყოფის პირობა. იაპონიის ფინანსთა მინისტრმა იუნ აზუმიმ გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ძალიან რეალურია რომ ფონდმა სავალდებულო სარეზერვო ფონდი მალე შეავსოს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა ქრისტინ ლაგარდმა კი გაიმეორა, რომ ფონდის 188 წევრის მხრიდან დამატებით ფინანსურ შენატანებს ელის.