ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი გააგრძელებს ავღანეთის მხარდაჭერას


გაეროში შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენლის თანაშემწის როზმარი დი კარლოს განცხადებით, ვაშინგტონი კვლავაც გააგრძელებს ავღანეთის მხარდაჭერას და ამ ქვეყნის მთვარობასთან თანამშრომლობას 2014 წლის შემდეგ. ყანდაარში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების მიუხედავად, შეეერთებული შტატები ავღანეთის მისიას ბოლომდე მიიყვანს.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში დიდი პროგრესია მიღწეული უშიშროების საკითხების ავღანელი სამხედროებისთვის გადაბარების საქმეში. შარშან ნოემბერში ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ქვეყნის კიდევ ერთი რეგიონი დაასახელა, სადაც უშიშროებაზე პასუხისმგებლობას ავღანეთის შეიარაღებული ძალები აიღებენ თავის თავზე. ამ რეგიონში ქვეყნის ხუთი პროვინცია და დამატებით კიდევ 13 პროვინციის ქალაქები არიან გაერთიანებულნი. დღეს ავღანეთის მოსახლეობის 50% იმ რაიონებში ცხოვრობს, რომლებსაც მთლიანად ქაბულის რეჟიმის ძალები აკონტროლებენ.

რეგიონალური და საერთაშორისო პარტნიორები ავღანეთში პროგრესის მიღწევისთვის იღწვიან. მაისში ჩიკაგოში გაიმართება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შეხვედრა, ავღანეთის საკითხებთან დაკავშირებით. 2013 წელს დაგეგმილია ნატოს როლის შემცირება ამ ქვეყანაში და 2014 წლისთვის უსაფრთხოების საკითხების მთლიანად ავღანეთის მთავრობისთვის გადაბარება.

კიდევ ერთი მიშვნელოვანი საკითხია ავღანეთის საზღვრების დაცვა, რათა ამ ქვეყნიდან შეწყდეს ოპიუმის ექსპორტი. ნარკოტიკებით ვაჭრობა გარდა იმისა, რომ ადამიანების გაუბედურებას იწვევს, ამავე დროს ტერორიზმის და ომის დაფინანსების წყაროდ გადაიქცა. აუცილებელია ავღანეთის და მისი მეზობელი სახელმწიფოების დაცვა ნარკოტიკების ტრაფიკისგან და ამ ქვეყნების ეკონომიკის განთავისუფლება ოპიუმის ვაჭობაზე დამოკიდებულებისგან. საერთაშორისო დახმარების მეშვეობით ავღანეთის მთავრობამ ჰელმანდის პროვინციაში ხაშხაშის პლანტაციების 39%-ით შემცირება შეძლო. ეს პროგრამა ავღანეთის 18 პროვინციაში მოქმედებს.

შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ბოლო სამი წლის განმავლობაში 541 მილიონი დოლარი დააბანდა ავღანეთში სოფლის მეურნეობის ალტერნატიული კულტურების განვითარებისთვის.

გაერო მხარს უჭერს ავღანეთის მთავრობის ძალისხმევას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკუთარი სუვერენიტეტის დამყარებაში. შეერთებული შტატები ყოველთვის ავღანელი ხალხის გვერდით იდგება ავღანეთის აღორძინების, ეკონომიკური გავითარების და ქვეყნის უშიშროების უზრუნველყოფის საქმეში.

XS
SM
MD
LG