ავღანეთში ამერიკის ელჩის მოადგილე ჯეიმს ქანინჰამი აცხადებს, რომ ამერიკა-ავღანეთის ურთიერთობებში პროგრესი ფიქსირდება სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების მიმართულებით. შეთანხმება, ავღნეთის ტერიტორიაზე ამერიკული საჯარისო ნაწლების რაოდენობას შეამცირებს 2014 წლის შემდეგ.
ამერიკელი დიპლომატი დარწმუნებულია, რომ გრძელვადიანი პარტნიორობის საბოლოო შედეგი იქნება ავღანეთის დახმარების მიზნით საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მკაფიო და ძლიერი თანადგომის დემონსტრაცია.
ქანინჰამის განცხადებით, პროგრესი გრძელვადიანი პარტნიორობის გაფორმების მხრივ კიდევ უფრო რეალურია, მას შემდეგ რაც უკვე გაფორმდა სხვა ხელშეკრულებები ავღანური ძალების მიერ დაკავებულებზე და სიტუაციის კონტროლზე ზედამხედველობის მიზნით. აღნიშნული შეთანხმება ამერიკელებს ტრენინგებისა და სხვა დამხმარე ოპერაციებისთვის ავღანეთში დისლოცირების საშუალებას მისცემს 2014 წელს, ავღანეთიდან დასავლელი კონტიგენტის გასვლის შემდეგ. ამერიკელი დიპლომატი იმედოვნებს, რომ შეთანხმება ამ საკითხში ჩიკაგოს ნატოს სამიტამდე იქნება მიღწეული, სადაც საერთაშორისო თანამეგობრობის როლი განისაზღვრება ავღანური სამხედრო ძალების დახმარების გრძელვადიან კონტექსტში.