ავღანეთში შესაძლოა ნაადრევი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს, რომელიც უცხოური საჯარისო ნაწილების გასვლის პროცესს არ დაემთხვევა.
მიუხედავად იმისა რომ პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის საპრეზიდენტო ვადა 2014 წელს იწურება, იგი არჩვენების გამართვას მომავალ წელს აპირებს და არა 2014 წელს. ქაბულში ჟურნალისტბეთან საუბრის დროს მან შემდეგი განაცხადა:
„შეგვიძლია, 2013 წელს, გარდამავალი პერიოდის გამოცხადებით საერთაშორისო საჯარისო ნაწილების უკან დაბრუნება? და თუ ამის რეალური შანსი არ გვაქვს, მაშინ 2014 წლის გეგმა უნდა განვახორციელოთ და პარალელურად საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ერთი წლით უნდა გადმოვწიოთ.“
შეგახსენებთ რომ კარზაი 2009 წელს ხელმეორე ვადით იქნა არჩეული ქვეყნის პრეზიდენტად. ავღანეთის კონსტიტუციით მას არჩევნებში მესამედ მონაწილეობის უფლება ეკრძალება.