ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, თალიბანის თითქმის 18 საათიანი იერიში ქაბულზე და ქვეყნის სამ პროვინციაზე დღეს დილით მას შემდეგ დასრულდა, რაც ნატოს შვეულმფრენების დახმარებით ავღანეთის უშიშროების ძალებმა ის შენობა დაბომბეს, სადაც მეამბოხეები იმალებოდნენ.
ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ოპერაცის შედეგად დაიღუპა სამი სამოქალაქო პირი, რვა ავღანელი ჯარისკაცი და 36 მეამბოხე.
ჰაჯი მატულა სადექი კვირას მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად სადილს მიირთმევდა როცა ავტომატური ცეცხლის ხმა გაიგო:
„დიდი მანქანა იყო, მგონი ლენდ კრუიზერი. შავი. ერთი კაცი მანქანიდან გადმოვიდა და ქუჩაში მიმავალ ხალხს ცეცხლი გაუხსნა. მათ ქუჩების დაცარიელება უნდოდათ, მაგრამ ამის კეთების დროს ერთი გამვლელი და ერთი ჯარისკაცი მოკლეს.“
თავდასხმების სამიზნე ავღანეთის პარლამენტი, ნატოს შტაბბინა და ის უბანი იყო, სადაც ამერიკის, გერმანიისა და ბრიტანეთის საელჩოები მდებარეობს. იერიში თვითმკვლელი ტეროროსიტების მიერ ბომბის დეტონაციით დაიწყო და ავტომატური ცეცხლით გაგრძელდა. თალიბანმა ამ აქტს „გაზაფხულის თავდასხმა“ უწოდა.