ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი სანქციების გამკაცრებას ითხოვს


თუ გაეროს უშიშროების საბჭო სირიის მთავრობა წინააღმდეგ ემბარგოს გამოიყენებს, ასადის მთავრობა ბალანსირებას ვეღარ შეძლებს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი გაეროს მოუწოდებს გაამკაცროს სანქციები სირიის წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, თუ დამასკო გაეროს მშვიდობის გეგმას არ განახორციელებს.

ჰილარი კლინტონმა ეს მიმართვა პარიზის შეხვედრაზე მსოფლოს ასი ქვეყნის დიპლომატთან გააკეთა, რომლებიც საკუთარ თავს სირიის მეგობრებს უწოდებენ და მხარს უჭერენ სირიის ოპოზიციას, რომელიც ასადის ავტოკრატიულ რეჟიმს ერთი წელიწადია ებრძვის.

ჰილარი კლინტონის განცხადებით, ვაშინგტონს სჯერა, რომ თუ გაეროს უშიშროების საბჭო სირიის მთავრობის წინააღმდეგ ემბარგოს გამოიყენებს, ასადის მთავრობა ბალანსირებას ვეღარ შეძლებს. კლინტონის განცხადების თანახმად, ამ რეზოლუციის მიღება კანონიერად შესაძლებელია და შეუსრულებლობის შემთხვევაში, ეს კანონი სამხედრო ჩარევას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG