უკრაინის ყოფილი პრემიერ მინისტრის იულია ტიმოშენკოს ქალიშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დედამისს ციხეში ცუდად ეპყრობიან, სულიერად იგი მაინც შეუპოვრადაა.
ოთხშაბათს ევგენია ტიმოშენკო ვაშნნგტონში სენატში ევროპის საკითხების ქვეკომიტეტში უკრაინის საკითხის მოსმენას დასწრო. მისი განცხადებით, ქალბატონი ტიმოშენკო ციხეში თავს შეუძლოდ გრძნობს და ძალზე დასუსტებულია. ევგენია დარწმუნებულია, რომ დედას მორალურად განადგურების მიზნით, ციხის ადმინისტრაცია გამუდმებით საძილე მედიკამენტებს ასმევს.