ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტიმოშენკოს მეუღლე ჩეხეთს პოლიტიკურ თავშესაფარს თხოვს


ტიმოშენკოს მეუღლე ჩეხეთს პოლიტიკურ თავშესაფარს თხოვს
ტიმოშენკოს მეუღლე ჩეხეთს პოლიტიკურ თავშესაფარს თხოვს

ტიმოშენკოს წინააღმდეგ გამართული სასამართლო პროცესი დასავლეთმა მკაცრად გააკრიტიკა.

პატიმრობაში მყოფი უკრაინის ოპოზიციის ლიდერის იულია ტიმოშენკოს მეუღლემ თავშესაფრის მიღების თხოვნით ჩეხეთის რესპუბლიკას მიმართა. იულია ტიმოშენკოს უკრაინის სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მას პრემიერ-მინისტრობის დროს 2009 წელს ძალაუფლების გადამეტებაში დასდეს ბრალი. ტიმოშენკოს წინააღმდეგ გამართული სასამართლო პროცესი დასავლეთმა მკაცრად გააკრიტიკა. ჩეხეთის ოფიციალურმა პირებმა დღეს დაადასტურეს ტიმოშენკოს მეღლის ოლექსანდრ ტიმოშენკოს მიერ განაცხადის შეტანა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჩეხეთში ბიზნესინტერესები გააჩნია.

შვიდი თვის წინ, ჩეხეთის რესპუბლიკამ იულია ტიმოშენკოს ყოფილი მთვარობის ეკონომიკის მინისტრს ბოგდან დანილიშინს პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა.საპასუხოდ უკრაინის მთავრობამ ჯაშუშობის ბრალდებით ორი ჩეხი დიპლომატი გააძევა.

XS
SM
MD
LG